2017 წლის 23 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ღია კარის დღე. უნივერსიტეტს ეწვივნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მეთორმეტეკლასელები. მათ მოისმინეს ინფორმაცია დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ და დაათვალიერეს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ბნსუ მადლობას უხდის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელსა და სკოლების დირექტორებს და უსურვებს აბიტურიენტებს წარმატებებს!